რაბათის ციხე

მიხეილ სააკაშვილი: რაბათი ცარიელი ქვები დარჩება, თუ თქვენ არ გააცოცხლებთ

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რაბათის ციხეში არსებული მაღაზიებიდან მხოლოდ ერთი მუშაობს. პრეზიდენტმა მაღაზიის მომსახურე პერსონალს ჯილდოები გადაცა. 

"ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა, რომელიც შუქის, წყლის და სხვა კომუნალურ ხარჯებს იხდიდა,  შეწყვიტა დაფინანსება. ბევრი მაღაზია წავიდა აქედან. დარჩა მარტო ერთი მესხური მაღაზია და ამისთვის მადლობა უნდა მეთქვა ამ ხალხისთვის. პირველ-ორ წელიწადს მთავრობა უნდა დაეხმაროს ბიზნესს, სხვანაირად ეს ვერ გაკეთდება. სხვანაირად თავისით არ აშენდებოდა მაღაზიები, სხვანაირად ვერ იფუნქციონირებდნენ. სხვა ათასგვარ სისულელეში ფულის გადაყრას, ჯობდა, ჩვენი დატოვებული ფულით გაეგრძელებინათ და ამ ხალხისთვის მოეხმარებინათ. პირველ-ორ წელს აიდგამდა ეს ხალხი ფეხს, მერე აღარ დასჭირდებოდათ. სამწუხაროდ, ყველა მაღაზია დაიხურა. ეს მაღაზია იმსახურებდა, მოვსულიყავი და მადლობა მეთქვა, სახელმწიფო ჯილდოები სხვა არაფერია თუ მადლობა არ უთხარი ამ ხალხს", - განაცხადა პრეზიდენტმა და მაღაზიის მომსახურე პერსონალს ჯილდოები გადასცა.

"ეს რაბათი ცარიელი ქვები დარჩება, თუ თქვენ არ გააცოცხლებთ, თქვენ რომ აქ არ იყოთ, ამას ყველაფერს აზრი დაეკარგებოდა. რაბათის მშენებლობის ინიციატორი შეიძლება მთავრობა იყო, მაგრამ სიცოცხლე ხართ თქვენ. ის, რომ თქვენ აქ დარჩით და გამაგრდით, ნიშნავს იმას, რომ სხვებიც ისევ დაბრუნდებიან. იმიტომ, რომ ახალციხეს და რაბათს დიდი მომავალი აქვს. თქვენისთანა ხალხზე, თქვენისთანა ენთუზიასტებზე და პატრიოტებზე დგას საქართველო," – თქვა პრეზიდენტმა.

კომენტარები