რაბათის ციხე

ოდიშარია: შესაძლოა, რაბათის ციხეზე გუმბათის ფერი და გისოსები შეიცვალოს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას თქმით, რაბათის ციხეზე, შესაძლოა, გუმბათის ფერი და გისოსები შეიცვალოს. მისივე თქმით, ციხის რესტავრაციის პროცესში თურქი სპეციალისტები ითხოვდნენ, გუმბათი ოქროსფრად არ შეღებილიყო. მინისტრის ინფორმაციით, ისტორიული გისოსები ჩანაცვლდა მოგვირისტებული, ჩახლართული გისოსებით, რაც ამ არქიტექტურისთვის დამახასიათებელი არ არის. აღნიშნულის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ოდიშარიას თქმით, თურქული მხარის შენიშვნები უმტკივნეულოა და მათი გათვალისწინება სირთულეს არ წარმოადგენს. მინისტრმა ასევე თქვა, რომ თურქი ექსპერტები ვითარებას ადგილზე მოინახულებენ.

გურამ ოდიშარიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია, ”სწორად აღდგინონ იშხანი, შემდეგ ოშკი და ზარზმა.”

კომენტარები