საკადრო ცვლილებები პროკურატურაში

მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის პირველ მოადგილედ ირაკლი შოთაძე დაინიშნა

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

საქართველოს მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის პირველ მოადგილედ ირაკლი შოთაძე დაინიშნა.

პროკურატურის ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ პოსტზე დანიშვნამდე შოთაძეს ”საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა. მუშაობდა საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, 2012-2013 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს. 2006-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე”.

კომენტარები