უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობა

პუტინი: ჩემს მეგობრებს ბრიუსელში თავშეკავებისკენ მოვუწოდებ

მე მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს ბრიუსელში, თავი შეიკავონ უხეში გამონათქვამებისგან, - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იტალიაში პრემიერმინისტრ ენრიკო ლეტასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

პუტინი ევროსაბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს გამოეხმაურა, რომელთაც აღნიშნეს, რომ რუსეთის პოზიცია და ქმედებები უკრაინის არჩევანთან დაკავშირებით, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.

”ყველა შემთხვევაში, არჩევანი - მოაწეროს თუ არა ხელი თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე,   თუ დარჩეს რუსეთთან თავისუფალ ვაჭრობაში, ეს უკრაინის სუვერენული უფლებაა და ჩვენ პატივს ვცემთ ამ არჩევანს, როგორიც უნდა იყოს ის”, - განაცხადა პუტინმა.

პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტს უკრაინისთვის ევროკავშირთან დაახლოების  სანაცვლოდ გაზის ფასის შემცირების შესახებაც ჰკითხეს. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, გაზპრომსა და უკრაინას შორის 2019 წლამდე კონტრაქტია გაფორმებული და მისი გადახედვა არ იგეგმება.

 

კომენტარები