საზოგადოებრივი მაუწყებელი

"შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის" GPB-ს მილიონ-ნახევარი გამოეყო

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს მილიონ-ნახევარი ლარი გამოეყო. განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის თანხის გამოყოფის შესახებ" მთავრობის გუშინდელ სხდომაზე დამტკიცდა.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მილიონ-ნახევარი ლარი შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის გამოეყო.

კომენტარები