არეულობა კიევში

კეტრინ ეშტონი: ძალადობა სასწრაფოდ უნდა შეწყდეს

midnimo.com

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კეტრინ ეშტონმა კიევში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

"მე კატეგორიულად ვგმობ კიევში გვიან ღამით მიმდინარე მოვლენების ძალისმიერ ესკალაციას, რამაც მსხვერპლი გამოიწვია. ცნობა რამდენიმე აქციის მონაწილის დაღუპვის შესახებ, უკიდურესი შეშფოთების მიზეზია. ძალის გამოყენება არ არის პოლიტიკურ კრიზისზე პასუხი. ძალადობის ყველა გამოვლინება უნდა იყოს სასწრაფოდ შეწყვეტილი და დაუყონებლივ გამოძიებული. დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცენ," - ნათქვამია კეტრინ ეშტონის განცხადებაში.

კომენტარები