არეულობა კიევში

რასმუსენი: მოვუწოდებ მხარეებს სასწრაფოდ დაიწყონ დიალოგი

facebook.com/andersfoghrasmussen

NATO-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი კიევში, შეტაკებების შედეგად დაღუპულების შესახებ ცნობით უკიდურესად შეწუხებულია. გავრცელებულ განცხადებაში, რასმუსენმა მხარეებს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა.

"მე უკიდურესად შეწუხებული ვარ უკრაინაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებისა და იმის გამო, რომ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ. მე კატეგორიულად ვგმობ ძალადობას. ყველა მხარემ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ნამდვილი დიალოგი, გამოავლინოს თავშეკავებულობა და თავი აარიდოს შემდგომ ესკალაციას", - ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კიევში შეტაკებების შედეგად, espreso.tv.-ის ინფორმაციით, 4 ადამიანი გარდაიცვალა. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ერთი მათგანი გრუშევსკის ქუჩაზე სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. ერთი კი მკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები