მიუნხენის კონფერენცია

ბოკერია: ღარიბაშვილის მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლა იყო სრული კატასტროფა

გიგა ბოკერია
tabula.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლას სრულ კატასტროფას უწოდებს.

"ეს იყო სრული კატასტროფა პრემიერმინისტრის. მან არ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების; მან არ დააფიქსირა საქართველოს პოზიცია, თუ რამდენად პრობლემატურია ის ვითარება, რომელიც ჩვენ გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და, ზოგადად, რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, გამოვიდა, რომ მან კმაყოფილება გამოთქვა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და გაახმოვანა ის პოზიცია, რომელიც აქვს რუსეთის ფედერაციას, იანუკოვიჩის ხელისუფლებას, რომ რუსეთმა უნდა მიიღოს მონაწილეობა უკრაინის ბედის გადაწყვეტაში. ეს არის გამყარება იმ კონცეფციის, რომ რუსეთს აქვს უფლება, ჩვენი, უკრაინის და ყველას ბედი გადაწყვიტოს", - აღნიშნა ბოკერიამ.

კომენტარები