ყირიმის ოკუპაცია

ყირიმის ხელისუფლება საზენიტო-სარაკეტო პოლკისგან იარაღის დაყრას ითხოვს

http://gdb.rferl.org/

ყირიმის თვითგამოცხადებული ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევპატორიის უკრაინულ სანეზიტო-სარაკეტო პოლკს დანებების ულტიმატუმი წაუყენეს. მათ განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა 20:00 საათამდე იარაღი უნდა დაყარონ. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ისინი სამხედრო ბაზაში შეჭრით იმუქრებიან. ამასთანავე, სამხედრო ნაწილთან რუსი ჯარისკაცები არიან მობილიზებული.

არსენი იაცენიუკმა განცხადება გააკეთა  და აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთს მიწის არცერთ ნაწილს არ დაუთმობს.

"ეს ჩვენი მიწაა. ჩვენ მის ერთ გოჯსაც არ დავთმობთ. რუსეთმა და მისმა პრეზიდენტმა ეს უნდა იცოდნენ", - განაცხადა იაცენიუკმა. კიევში მთავრობის საგანგებო სხდომაა დაგეგმილი, სადაც ყირიმის საკითხი განიხილება.

ამასობაში რუსეთს უფრო მეტი სამხედრო ტექნიკა შეჰყას ყირიმში და ზრდის კონტროლს ნახევარკუნძულზე. ათობით სამხედრო მანქანა მიმე ტექნიკით და შეიარაღებული ჯარისკაცებით შევიდა ყირიმის ტერიტორიაზე. 

კომენტარები