ყირიმის ოკუპაცია

ლავროვი: აშშ-ის ფორმულირებით, რუსეთსა და უკრაინას კონფლიქტი აქვთ

ლავროვი
novinite.com

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთისთვის ის კონცეფცია, რომელიც მათ ამერიკელებმა შესთავაზეს, მისაღები არ არის.

"გასულ პარასკევს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ქაღალდი გადმომცა, რომელშიც ვნახეთ ის კონცეფცია, რომელიც ჩვენ არ გვაწყობს, რადგან ფორმულირებულია იმ ფარგლებში, რომლის თანახმადაც, თითქოს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი არსებობს... სიტუაცია წარიმართოს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ყველა უკრაინელის ჩართვით და იმის გათვალისწინებითაც, რომ ქვეყანაში ღრმა სახელმწიფოებრივი კრიზისია", - განაცხადა ლავროვმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას.

კომენტარები