ყირიმის ოკუპაცია

NATO უკრაინის საზღვრის მონიტორინგს განახორციელებს

NATO-ს განცხადებით, ალიანსი უკრაინის საზღვართან სადაზვერო ფრენების განხორციელებას აპირებს. ალიანსის თქმით,  ფრენები პოლონეთის და რუმინეთის ტერიტორიაზე განხორციელდება და არ გაცდება NATO-ს წევრი ქვეყნების საზღვრებს.  ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"ყლელა საჰაერო შეტყობინების და კონტროლის სისტემის სადაზვერო სამუშაოებს მხოლოდ ალიანსის ტერიტორიაზე განხორცილედება", - განაცხადეს NATO-ს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

NATO-ს გადაწყვეტილება, განახორციელოს საზღვრის მონიტორინგი მომდინარეობს რუსეთის მცდელობიდან გაზარდოს კონტროლი უკრაინაზე დაგეგმილი რეფერენდუმის წინ.

 

კომენტარები