ივანიშვილი მარგველაშვილზე

ივანიშვილი: მარგველაშვილმა არჩევნების მერე განსხვავებული თვისებები გამოავლინა

არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ პრინციპულად განსხვავებული თვისებები გამოავლინა. ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაცემაში პოლიტიკის დრო ისაუბრა. მისი თქმით, მარგველაშვილთან არაფორმალური ურთიერთობა აღარ აქვს.

ჟურნალისტის კითხვაზე - როგორ აფასებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ივანიშვილმა უპასუხა, რომ "ველოდი უკეთესს, არ დავმალავ. პირველი ორი თვე მქონდა საკმაოდ ბევრი პოლემიკა უკვე არჩეულ პრეზიდენტთან."

ჟურნალისტმა ივანიშვილს ასევე შეახსენა ის, რომ პრეზიდენტს სურვილი ჰქონდა ვეტო დაედო კანონპროექტზე მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის გადავადების შესახებ. თეა სიჭინავამ ამ თემაზე ივანიშვილს მოსაზრება ჰკითხა.

"ვეტოს დადებასთან დაკავშირებით მე არ ვისაუბრებ და იყო მრავლად გაუგებრობა ჩვენ შორის. ორი თვის განმავლობაში გვქონდა ძალიან ჩაჭიდებული პოლემიკა." - აღნიშნა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების შემდეგ პრინციპულად განსხვავებული თვისებები გამოავლინა.

"60 წლის ვხვდები და მსგავსი მაგალითიც არ მახსოვს. დღეს ჩვენ აღარ ვაგრძელებთ არაფორმალურ ურთიერთობებს და ამაშიც ტრაგედიას ვერ ვხედავ. ჩვენ ორივე მხრიდან გადავწყვიტეთ, რომ ეს საჭირო აღარაა და საჯაროდ შეგვიძლია ვისაუბრით, თუკი მის ირგვლივ რაიმე ხდება. ამაშიც ცუდს ვერ ვხედავ, საჭიროა ჩემთვის, დავისვენე და ზედმეტი დრო გამიჩნდა. ზოგადად, აქაც არაფერი პრინციპული არ ხდება, არაფერი საგანგაშო არაა." - თქვა ივანიშვილმა გადაცემაში პოლიტიკის დრო.

კომენტარები