პროკურატურაში სააკაშვილის დაბარება

სააკაშვილი: მარტო ორ ქვეყანაში არ ჩამესვლება: რუსეთი და საქართველო

mikheil saakashvili official/facebook.com

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გიორგი გაბუნიას გადაცემისთვის "არჩევანი"  ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლა პუტინის ოცნების შესრულებას უდრის.  

"მე თბილისში უნდა ჩამოვიდე და პუტინის ოცნება შევასრულო?! მე გავაგრძელებ იმას, რასაც ვაკეთებდი, როგორც თავისუფალი ადამიანი. მე ჩემი ცხოვრება, მინდა გითხრათ, რომ არ არის ადვილი იმ გაგებით, რომ დაცვის გარეშე დავდივარ, დავდივარ ჩვეულებრივად მეტროთი ნიუ-იორკში, სხვათა შორის კიევში მასპინძლები დამყვებიან ხოლმე დაცვით, ეს ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც კიდევ ვინმე დამყვება...სანამ შემიძლია, რომ ვიარო და სანამ შემიძლია, რომ ჩემი პროგრამა განვახორციელო, მე ამას განვახორციელებ არა ივანიშვილის პირადი ზოოპარკიდან, რადაც გადაიქცა საქართველოს ციხეები, არა იმ საკნიდან, სადაც ზის მაგალითად ვანო მერაბიშვილი, არამედ განვახორციელებ ნიუ-იორკიდან, კიევიდან, ვარშავიდან, პრაღიდან, ტოკიოდან, ანკარიდან, ყველა ადგილიდან, სადაც ჩავალ, როგორც თავისუფალი ადამიანი, რადგან რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ამათ, ჩემს გადაადგილებას ვერავინ შეზღუდავს. მარტო ორ ქვეყანაში არ ჩამესვლება - რუსეთი და საქართველო". - განაცხადა სააკაშვილმა. 

კომენტარები