ფაბიუსის და შტაინმაიერის ვიზიტი

ფაბიუსი: ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ქვეყნის მოდერნიზაციის საშუალებაა

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლორენ ფაბიუსის შეფასებით, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა იქნება მოდერნიზაციის ძალიან ძლიერი საშუალება, რათა გაიზარდოს ქვეყნის მიმზიდველობა. ფაბიუსი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთად საქართველოში ვიზიტით იმყოფება. 

"ამ ვიზიტის მიზანი ძალიან მარტივია, ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ დახმარება გამოვხატოთ საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით კი ამ მომენტში. საქართველომ პარაფირება გაუკეთა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან გასული წლის ნოემბერში, რამდენიმე კვირაში მას ხელი მოეწერება. უკვე დაგეგმილია ეს ივნისის თვეში. ვფიქრობთ, რომ ეს ხელშეკრულება დადებითია ყველა მხარისთვის. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ჩვენს საუბრებში ხაზი გაგვესვა იმ შესანიშნავი პროგრესისთვის, რომელსაც მიაღწია საქართველომ ამ სფეროში და მივესალმოთ იმ ძალისხმევას, რომელიც რეფორმების თავლსაზრისით გასწია საქართველომ. ეს არის ძალიან ბევრი შესალებლობა საქართველოსთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. მას შემდეგ, რაც ასოცირების ხელშკრულებას ხელი მოეწერება, ის იქნება მოდერნიზაციის ძალიან ძლიერი საშუალება ამ ქვეყნისთვის, რომ გაიზარდოს საქართველოს მიმზიდველობა. ეს არის ფინანსური დახმარების საკითხები, ტექნიკური დახმარების საკითხები, რომ კარგად განხორციელდეს ის რეფორმები, როემლიც მიმდინარეობს", - აღნიშნა ლორან ფაბიუსმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთან ურთიერთობების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობები ყირიმის ამბების შემდგომ რთულ მდგომარეობაშია, თუმცა, ყველას ინტერესში შედის პრობლემების დაძლევა.

"მინდა აღვნიშნო, ჩვენი მხრივ არ არის არანაირი წინააღმდეგობა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასა და ეკონომიკური ურთიერთობების განვიათარებას შორის სხვა ქვეყნებთან. რადგანაც ჩვენ მოვიაზრებთ ამ შემთხვევაში რუსეთს. რუსეთთან ურთიერთობები ძალიან რთულ მდგომარეობაშია ყირიმის ამბების შემდგომ, რომელსაც ვგმობთ. მაგრამ, ყველას ინტერესში შედის, რომ ეს დიდი პრობლემა დაძლეულ იქნას და მინდა აღვნიშნო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტირიული ერთიანობის თვალსაზრისით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გვინდა, რომ კონფლიქტურ რეგიონებში მშვიდობიანად დარეგულირდეს სიტუაცია",- თქვა ფაბიუსმა. 

კომენტარები