ყვარლის გამგებლის დაკავება

სასამართლომ დავით ქევხიშვილს 100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

სასამართლომ ყვარლის ყოფილ გამგებელს დავით ქევხიშვილს 100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. მასთან ერთად დაკავებულ 17 პირს კი 400-400 ლარის გადახდა დააკისრა.

სამართალდამცავებმა ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი წვრილმანი ხულგნობისთვის დააკავეს და მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით ედება.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ადეკვატურს უწოდებს თეა წულუკიანი. იუსტიციის მინისტრმა გამგებლებს მეტი თავშეკავებისკენ მოუწოდა.

კომენტარები