პროგრამა - აწარმოე საქართველოში

კვირიკაშვილი: ბიზნესისთვის საბანკო სესხების სუბსიდირება იგეგმება

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონონომიკური საბჭოს სხდომაზე  ახალი სახელმწიფო პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“ განიხილეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცეპრემიერ გიორგი კვირიკაშვილის თქმით,პროექტი - „აწარმოე საქართველოში“ ადგილობირივი წარმოების განვითარებას, მცირე და საშუალო ბიზნესის მცირე დახმარებას ისახავს მიზნად.

„სპეციალური ინსტრუმენტებით საბანკო სესხების სუბსიდირება იგეგმება. გარდა ამისა, სპეციალური ინფრასტრუქტურა გამოიყოფა, რომელიც ამა თუ იმ მიმართულების ბიზნესებს გადაეცემა. ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით ინტელექტუალური მიმართულებით დახმარება იქნება. სოფლის მეურნეობის და ინდუსტრიული წარმოების წახალისებისთვის  წელს ჯამში 46 მილიონი ლარი გამოიყოფა“, - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

პრგრამის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.

კომენტარები