პროგრამა - აწარმოე საქართველოში

ღარიბაშვილი: პროგრამის აწარმოე საქართველოში ფარგლებში 130 საწარმო დაფინანსდა

ადგილობრივ თვითმმართველობებს აქვთ ყველა შესაძლებლობა, რომ ცენტრალური მთავრობისგან დამოუკიდებლად, ყოველგვარი ჩარევისგან, განახორციელონ ის პროექტი, რომელიც თავად მიაჩნიათ სწორა. მე ასევე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, ამ გაზაფხულზე, მე დავიწყე პროგრამა, ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის, რომელიც რეგიონების სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარებისკენ არის მიმართული. მოგეხსენებათ რომ რეგიონების გაძლიერებას უწყობს ასევე ხელს, გასულ წელს დაწყებული პროგრამა, აწარმოე საქართველოში. 130 საწარმო არის დაფინანსებული, ჯამში 350 მილიონი ლარის ინვესტიციით და დღეის მდგომარეობით უკვე დასაქმებული არის 6 700 ადამიანი. 

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კონფერენციაზე სახელწოდებით, "ადგილობრივი თვითმმართველობა - საუკეთესო პრაქტიკა 2015".

კომენტარები