თავდასხმა ჭიაბერაშვილზე

ნორლანდი: ეს არის ლაქა, რომელიც ქვეყნის რეპუტაციას ზიანს აყენებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში

საქართველოში ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ნაციონალური მოძრაობის წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილის თავდასხმის ფაქტზე ამბობს, რომ ეს შემთხვევა არის ლაქა, რომელიც ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას ზიანს აყენებს.

"15 ივნისს მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ატმოსფერო იყოს მშვიდი და ცივილიზებული. ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩამდენი და რა მოტივაციაც არ უნდა ჰქონოდა, ეს არის ის ლაქა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ზიანს აყენებს, მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოკრატიის გზაზეა", - აღნიშნა ნორლანდმა.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ლიტერატურულ კაფეში რეზო თაბუკაშვილი (უმცროსი) და რეჟისორი გიორგი მგელაძე დაესხნენ თავს. ჭიაბერაშვილს დაზიანება თავის არეში მიაყენეს, ხოლო ლადარიას - ცხელი ჩაი შეასხეს სახეში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 120-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს.

რეზო თაბუკაშვილი და გიო მგელაძე პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ისინი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.

კომენტარები