თავდასხმა ჭიაბერაშვილზე

ჭიაბერაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ რეზო თაბუკაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, აღმკვეთი ღონისძიების აღნიშნული ფორმა ბრალდების მხარემ მოითხოვა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.

27 მაისს, ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიას აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ლიტერატურულ კაფეში რეზო თაბუკაშვილი (უმცროსი) და რეჟისორი გიორგი მგელაძე დაესხნენ თავს. ჭიაბერაშვილს თავი გაუტეხეს, ხოლო ლადარიას - ცხელი ჩაი შეასხეს სახეში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 120-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

რეზო თაბუკაშვილი და გიო მგელაძე პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

კომენტარები