დათა ახალაიას საქმე

ბესელია დათა ახალაიას საქმეზე: უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას შეფასებით, დათა ახალაიასთან დაკავშირებით ორ სახელმწიფოს შორის სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. მისი თქმით, როდესაც დადგება ახალაიას ექსტრადიციის საკითხი, სასამართლო იმუშავებს და, შესაბამისად, კანონის სრული დაცვით წარიმართება ყველაფერი.

"დათა ახალაისთან დაკავშირებით, სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები და ეს საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ხდება. ახალაიასთვის მძიმე ბრალდებებია წარდგენილი, მათ შორის არის გახმაურებული ფაქტი, რომელიც ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას უკავშირდება. როდესაც დადგება მისი ექსტრადიციის საკითხი, სასამართლო იმუშავებს და, შესაბამისად, კანონის სრული დაცვით წარიმართება ყველაფერი. ვფიქრობ, ეს პროცედურები ისევ გაგრძელდება და ყველაფერი მაქსიმალური სიზუსტით მოხდება. ეს არ არის ბოლო ეტაპი. პროცესი ისევ გრძელდება და ის საკმაოდ რთულია, ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას გათავისუფლების გადაწყვეტილება გირაოს გადახდის სანაცვლოდ მიიღო. რაც შეეხება მის ექსტრადიციას, საკითხის განხილვა ორი თვით გადაიდო.

კომენტარები