დათა ახალაიას საქმე

დათა ახალაიას სასამართლო პროცესი საბერძნეთში 6 ოქტომბერს დაინიშნა

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას სასამართლო პროცესი საბერძნეთში 6 ოქტომბრისთვის გადაიდო.

გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე საათის წინ მიიღო. სასამართლოს დღეს ახალაიას საქართველოში ექსტრადიციაზე უნდა ემსჯელა.

კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ, გაათავისუფლეს.

საქართველოში დათა ახალაიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის და გირგვლიანის მკვლელობის საქმე.

კომენტარები