მაღალი ხელფასები

ნადირაშვილი: შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე 5 თვეში 76 740 ლარი გაიცა

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ალექსანდრე ტაბატაძის მიერ აღებული ხელფასების დოკუმენტი წარმოადგინა. ნადირაშვილის თქმით, ტაბატაძემ მაღალი ხელფასები სწორედ მაშინ აიღო, როცა შს მინისტრი, ამჟამინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. 

"მე დღეს წარმოგიდგენთ დოკუმენტს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოგვაწოდეს და ეს ეხება ალექსანდრე ტაბატაძის ხელფასებს. მე შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ტაბატაძე მუშაობდა შსს მინისტრის მოადგილედ ზუსტად მაშინ, როდესაც შსს მინისტრი გახლდათ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. ხუთ თვეში ალექსანდრე ტაბატაძეზე გაცემულია 76 740 ლარი.

ეს არის ხელფასიც და პრემიაც. არის თვეები, როცა მას ხელფასის გარდა აღებული აქვს 22 ათასს ლარიანი პრემია, 9-ათას ლარიანი პრემია. ეს ეხება პერიოდს, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ველოდებით პასუხს პრემიერ-მინისტრისგან, რა დამსახურებისათვის მიიღო ალექსანდრე ტაბატაძემ ასეთი მაღალი ხელფასები და პრემიები. ალბათ, კრიმინალის შემცირებისთვის ამას ვერ გააკეთებდნენ"- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

კომენტარები