საზაფხულო საკითხავი

წააკითხეთ ახალგაზრდა ინვესტორებს - 11 წიგნი უორენ ბაფეტისგან

უორენ ბაფეტი თავადაც ბევრს კითხულობს; როგორც წიგნებს, ასევე პერიოდულ გამოცემებს, გაზეთებს და სხვადასხვა კომპანიების წლიურ და კვარტალურ ანგარიშებს
Business Insider

ომაჰას ორაკულის სახელით ცნობილი ლეგენდარული ინვესტორი, რომლის თითქმის ყველა შენაძენი უდავო წარმატებაა საინვესტიციო ღირებულების მიხედვით, ახალგაზრდა ინვესტორებს ურჩევს წიგნები წაიკითხონ.  

უორენ ბაფეტი თავადაც ბევრს კითხულობს (როგორც წიგნებს, ასევე პერიოდულ გამოცემებს, გაზეთებს და სხვადასხვა კომპანიების წლიურ და კვარტალურ ანგარიშებს) და ბენჯამინ გრაამის წიგნმა "ჭკვიანი ინვესტორი" მის ცხოვრებაში გადამწყვეტი მნიშვნელობის როლი ითამაშა და მისივე სიტყვებით აქცია იმ ადამიანად, რომელმაც მომავალში შეძლო 40 მილიარდ დოლარამდე ქონების დაგროვება სწორი საინვესტიციო სტრატეგიების შერჩევით. 

ბაფეტი სხვადასხვა წლებში სხვადასხვა წიგნებს უწევდა რეკომენდაციას. 

ქრონოლოგიურად მისი რჩეული სია ასე გამოიყურება: 

1992 - ჯონ ბერ უილიამსი - საინვესტიციო ღირებულების თეორია (The Theory of Investment Value)

1994 - ბენჯამენ გრაამი - ჭკვიანი ინვესტორი (The Intelligent Investor)

1996 - ფილიპ ფიშერი - გზა სიმდიდრისკენ აქციებზე გადის (Paths to Wealth Through Common Stocks)

1996 - ჯონ თრეინი - ფულის ოსტატები (The Money Masters)

2000 - ფილიპ ფიშერი - ჩვეულებრივი აქციები არაჩვეულებრივი მოგებით (Common Stocks and Uncommon Profits)

2000 - უორენ ბაფეტი - უორენ ბაფეტის ესსეები: გაკვეთილები კორპორატიულ ამერიკას (The Essays of Warren Buffett: Lessons for Corporate America)

2001 - ბენ გრაამი & დევიდ დოდი - ფასიანი ქაღალდების ანალიზი: პრინციპები და ტექნიკა (Security Analysis: Principles and Techniques)

2001 - რობერტ მაილსი - ბაფეტის დირექტორები: მენეჯმენტის საიდუმლო Berkshire Hathaway-სგან (The Warren Buffett CEO: Secrets from the Berkshire Hathaway Managers)

2005 - ფრანკ პარტნოი - ფიასკო: სისხლიანი წყალი უოლ სტრიტზე (F.I.A.S.C.O.: Blood in the Water on Wall Street)

2007 - ადამ სმიტი - სუპერფული (Supermoney)

2007 - აიანო მორიო - უორენ ბაფეტი: მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ინვესტორის ილუსტრირებული ბიოგრაფია (Warren Buffett: An Illustrated Biography of the World's Most Successful Investor)

კომენტარები