ღარიბაშვილის ინტერვიუ ტელეკომპანია იმედთან

ღარიბაშვილი: ჭიკაიძე სწრაფად იზრდება, ის არის და იქნება ეფექტური მინისტრი

Reuters

ჭიკაიძე სწრაფად იზრდება და ის არის და იქნება ეფექტური მინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ის შინაგან საქმეთა მინისტრისა და მისი სამინისტროს მისამართით გამოთქმულ პრეტენზიებს სრულიად არ ეთანხმება.

”სპეკულაციები, რომ კრიმინოგენური ვითარება არის გართულებული, ძალიან სასაცილოა. არსებობს ოფიციალური სტატისტიკა. კრიმინალი ხდება ყველა ქვეყანაში. თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ჩვენთან კრიმინალის დონე არის გაცილებით შემცირებული, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს იყო”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ალექსანდრე ჭიკაიძე 24 საათი მუშაობს და მას ხალხი კარგად არ იცნობს.

"მართლაც არ მაქვს საპრეტენზიო ლექსოს უწყების მიმართ. მინდა ყველამ დავაფასოთ ის შრომა, რასაც ახორციელებენ პოლიციის თანამშრომლები. ამ ადამიანების ამაგის დაუფასებლობა დიდ უსამართლობად მიმაჩნია", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები