გაერო-ში ვიზიტი

ვოლსკი: გიორგი წესიერი კაცია, მაგრამ აშშ-ში წასვლა მთავრობას უნდა გადაეწყვიტა

არავითარი პრობლემა არ არსებობს, ვფიქრობ, ვინც ამ თემის კიდევ გაგრძელებას აპირებს, ფორსირებას, გასკანდალებას, იმათმა თავად კარგად იციან, რომ აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ნებისმიერ დონეზე ესეთი გასვლა, შეხვედრა, მოლაპარაკებები პრეზიდენტის მიერ უნდა მოხდეს, ვინც არ უნდა იყოს. მარგველაშვილში არ არის საქმე, რასაკვირველია. გიორგი წესიერი კაცია, სწორი ხედვები აქვს, მაგრამ, აი, ამ თემასთან დაკავშირებით უნდა იყოს აუცილებლად მთავრობასთან შეთანხმება და მთავრობამ გადაწყვიტა ისე, როგორც პრაქტიკულად უკეთესია.

განაცხადა საპარლმენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, გაერო-ში წასვლაზე არსებულ უთანხმოებასთან დაკავშირებით.

კომენტარები