გაერო-ში ვიზიტი

საგარეო უწყება გაეროდან გამოგზავნილ მოსაწვევებს ასაჯაროებს

მოსაწვევი სააკაშვილის სახელზე
მოსაწვევი სააკაშვილის სახელზე

საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს კლიმატის ცვლილებების შესახებ სამიტზე დასასწრებ ორ მოსაწვევს ასაჯაროებს. წერილის პირველ ვერსიაში ადრესატი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, ხოლო მეორეში - გიორგი მარგველაშვილი.

"საზოგადოების მხრიდან არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით ვასაჯაროებთ მიმდინარე წლის 14 მარტს გაეროს სამდივნოს მიერ გაეროში საქართველოს წარმომადგენლობაში გაგზავნილ მოსაწვევს კლიმატის ცვლილების შესახებ სამიტზე დასასწრებად, სადაც შეცდომით იყო მითითებული ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. თავად მოსაწვევი დათარიღებულია 25 თებერვლით, სპეციალური შტამპი მიუთითებს რომ იგი საქართველოს მისიაში შემოსულია 14 მარტს. გაეროში საქართველოს წარმომადგენლობამ მიმართა გაეროს სამდივნოს შეესწორებინა შეცდომა, რის შემდეგაც სამდივნომ გამოაგზავნა ხელახალი მოწვევა, ამჯერად პრეზიდენტ მარგველაშვილის სახელზე, ეს წერილიც დათარიღებულია 25 თებერვლით და შესწორებული ვერსია საქართველოს მისიაში შემოვიდა 30 მაისს, 5 ივნისს კი უკვე გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას", - წერია საგარეო უწყების განცხადებაში.

მოსაწვევი მარგველაშვილის სახელზე:

მოსაწვევი მარგველაშვილის სახელზე

კომენტარები