თავისუფალი ზონა

კალაძე: არ გამოვრიცხავ, თავისუფალი ზონა საკუთარ ლიდერებს დაესხას თავს

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, ქვეყანაში სიტუაციის გამწვავების მიზნით, ორგანიზაცია თავისუფალი ზონის წარმომადგენლები თავს საკუთარ ლიდერებს დაესხან, რათა ხელისუფლებას დაბრალდეს. როგორც კალაძემ ტელეიმედის გადაცემა რეაქციაში თქვა, ერთადერთი ძალა, ვისაც ქვეყანაში არეულობის გამოწვევა და არასტაბილურობა აწყობს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და "მის დაქვემდებარებაში მყოფი დესტრუქციული ორგანიზაცია თავისუფალი ზონაა". კალაძე დარწმუნებულია, რომ "ეს ადამიანები დაპირისპირების ფონის შექმნას მომავლშიც შეეცდებიან". 

"გავიხსენოთ, საიდან, როგორც დაიწყო გუშინდელი აქცია - თავისუფალი ზონის წევრები თავს დაესხნენ ასავალ-დასავალის ჟურნალისტს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ გამოვიდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი და კონკრეტულ ფაქტზე პროტესტი გამოხატა. ხომ წარმოგიდგენიათ, ასეთი თავდასხმა სხვა, თუნდაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტზე რომ მომხდარიყო, რა მოხდებოდა. ამას შეფუთავდნენ როგორც პოლიტიკურს და იქნებოდა ბრალდებები, თითქოს მოხდა ხელისუფლების დაკვეთით. არ გამოვრიცხავ, თავისუფალი ზონის წარმომადგენლებმა მომავალში საკუთარ ლიდერებზე თავდასხმები გააგრძელონ, რათა შეიფუთოს, რომ ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა ხელისუფლების მხრიდან", – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები