თავისუფალი ზონა

ენმ: თავისუფალი ზონის ოფისს კვერცხები და ქვები დაუშინეს

Goga Khachidze/Facebook.com

ორგანიზაცია თავისუფალი ზონის ოფისს უცნობმა პირებმა ქვები და კვერცხები დაუშინეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავისუფალმა ზონამ და საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ გაავრცელეს.

„კამპანია, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს თავისუფალი ზონისა და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდგ, საშიშ ფორმებს იღებს“ - თქვა ხაჩიძემ და აღნიშნა, რომ "ეს არის იმ წახალისების შედეგი, რასაც ბოლო პერიოდში აქვს ადგილი".

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების თქმით, მათ არ აქვთ იმედი, რომ დამნაშავეებს დააკავებენ.

ცნობისთვის, ეს არ არის თავისუფალ ზონაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა. ორგანიზაციის გაუქმების მოთხოვნით რამდენიმე აქცია უკვე გამართეს თავისუფალი თაობის წარმომადგენლებმა და ასავალ-დასავალის ჟურნალისტებმა.

კომენტარები