ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის ოფისთან პარტიის არსებობას აპროტესტებენ

ანა აბაშიძე / ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ახალგაზრდული ცენტრი და თავისუფალი თაობა საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ენმ-ის არსებობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი 15 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციის კონტრაქციას ჩაატარებენ.

თავისუფალი თაობის თავმჯდომარის ხელმძღვანელის ლადო სადღობელაშვილის თქმით, "მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიების გადაცემისთვის სისხლის სამართლის 308-ე მუხლის შესაბამისად უნდა გასამართლდნენ". 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

კომენტარები