თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ტყემალაძე: დარწმუნებული ვარ, ალასანია არავითარ ცუდ საქმეში არ იქნება გარეული

კითხვები მე არაფერი მაქვს, კითხვები აქვს გამოძიებას და იმედი მაქვს, რომ გამჭვირვალედ ჩატარდება გამოძიებაც, სასამართლოც და სიმართლე გაირკვევა. დარწმუნებული ვარ და არ მგონია, რომ შევცდები, რომ ირაკლი ალასანია არავითარ ცუდ საქმეში არ იქნება გარეული. არავითარ პოლიტიკურ ნიშანს აქ ადგილი არ უნდა ჰქონდეს და არც აქვს.

განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნება-მრეწველების მდივანმა ზურაბ ტყემალაძემ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან, პრემიერთან შეხვედრის დაწყებამდე. მან თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების და სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელების დაკავება შეაფასა.

კომენტარები