აფხაზეთის კონფლიქტი

რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებულ ე.წ. ხელშეკრულებას ევროკავშირი არ აღიარებს

telegraph.co.uk

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთის შორის გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

მოგერინის განცხადებით, ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევაა და ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის - 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას.

„ევროკავშირი კვლავაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად რჩება“, - ნათქვამია მოგერინის განცხადებაში.

კომენტარები