აფხაზეთის ანექსია

ზაქარეიშვილი: თამამად შეუძლიათ, ჩაატარონ ჩემი გადადგომის მოთხოვნით აქცია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, მისი გადადგომის მოთხოვნით ხვალ დაგეგმილი აქცია "მათი ნებაა". ზაქარეიშვილის თქმით, აქციას არავინ დაშლის, "რადგან ქვეყანაში დემოკრატია და სიტყვის თავისუფლებაა"

"აქციები ჩემი გადადგომის შესახებ გამიგია ხშირად, ეს მათი ნებაა, საქართველოში არის დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, გაზს მათ წინააღმდეგ არავინ გაუშვებს, არავინ დაარბევს, თამამად შეუძლიათ ჩაატარონ ნებისმიერი აქცია", - უთხრა ზაქარეიშვილმა ტაბულას.

კითხვაზე, საქართველოს დამსახურება რატომ არის ის, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულება გააფორმა, ზაქარეიშვილი პასუხობს, "საქართველოს დამსახურებაა ის, რომ მკაფიოდ და ცალსახად მიდის ევროპისკენ".

ცნობისთვის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გადაცემა არჩევანში თქვა, რომ რუსეთთან საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ცალსახად წარმატებულია. მისი განცხადებით,"სოჭში გაფორმებული ხელშეკრულება ჩვენი წარმატების ნიშანია". მინისტრის თქმითვე, "კახეთის ღვინო არ უნდა ვაქციოთ აფხაზეთის მძევლად".

კომენტარები