აფხაზეთის ანექსია

ევროპარლამენტში რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. შეთანხმება განიხილეს

ევროპარლამენტში დღეს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული შეთანხმების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტს ხელშეკრულების დეტალები ევროკავშირში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატალია საბანაძემ გააცნო. ევროპარლამენტართა განმარტებით, ამ შეთანხმებაზე საერთაშორისო საზოგადოებამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს.

"რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. მათ დათმობას არ აპირებს და ახლა მათ ანექსიას ცდილობს", - აღნიშნა ევროპარლამენტარმა იოჰანეს კორნელის ვან ბაალენმა.

კომენტარები