კანონი ფარული მოსმენების შესახებ

არასამთავრობოები მოსმენების შესახებ კანონის გასაჩივრებას გეგმავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსმენების შესახებ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. დღეს გამართულ ბრიფინგზე მათ კამპანიის "ეს შენ გეხება" გაგრძელებაც დააანონსეს. კამპანიის წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ, ითანამშრომლონ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ე.წ. გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროში დატოვების წინააღმდეგია. 

"ეს ის კანონია, რომელიც პარლამენტს არ უნდა მიეღო. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აქტივობების გაგრძელება. იმედი გვაქვს, რომ საქმეს მოვიგებთ და საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს იმ დებულებებს, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს", - განაცხადა TI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

პარლამენტმა მოსმენების შესახებ კანონი 30 ნოემბერს მიიღო. პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ ის დაძლია. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ შემუშავებული კანონის მიხედვით, მოსმენებს ისევ შინაგან საქმეთა სამინსიტრო აწარმოებს, მეორე გასაღები კი მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ექნება. 

კომენტარები