თბილისობის საქმე

თბილისის მერიაში პროკურატურა შევიდა

Wikipedia

დედაქალაქის მთავრობის მიერ თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დახარჯულ თანხებს პროკურატურა სწავლობს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ცნობით, ამ მიზნით დღეს საღამოს მერიაში პროკურატურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

პროკურატურა სწავლობს, თუ რამდენად მიზნობრივად მოხდა დღესასწაულისთვის გამგეობების მხრიდან თანხების ხარჯვა. მერიიდან და გამგეობებიდან დოკუმენტაცია უკვე გაიტანეს. სამგორის რაიონის გამგებლის, მამუკა ჩოქურის განცხადებით, პროკურატურის წარმომადგენლებმა ხარჯთაღრიცხვა თბილისის ყველა გამგეობიდან გამოითხოვეს.

კომენტარს არც პროკურატურაში და არც თბილისის მერიაში ჯერჯერობით არ აკეთებენ.

კომენტარები