თბილისობის საქმე

კობახიძე თბილისობის საქმეზე: თუ დანაშაულია, უნდა გამოვლინდეს

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, თუ თბილისობის დღესასწაულის საქმეზე პროკურატურას კითხვები აქვს, უნდა გამოიძიოს. ცნობისთვის, მთავარი პროკურატურა თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებულ შესყიდვების საქმეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მითვისება-გაფლანგვის მუხლებით იძიებს. გამოძიება მერიის დოკუმენტაციას სწავლობს. 

"პროკურატურის საქმიანობა, ეს არის დამოუკიდებელი საქმიანობა. არ შეიძლება, რომ მე, პარლამენტის წევრმა ეს ვიცოდე. ისინი ჩვენ ანგარიშს არ გვაბარებენ. ბუნებრივია, თუ რამე საფუძველია, უნდა გამოიძიონ და შესაბამისად, თუ დანაშაულია, ეს უნდა გამოვლინდეს. მე ვერაფერს ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით", - თქვა კობახიძემ.

კომენტარები