თავდაცვის სამინისტროს განცხადება

სესიაშვილი: ბოდიში არის ძლიერის ქმედება და არა სუსტის ქმედება

ჩვენ თუ [თავდაცვის სამინისტროს] განცხადებაში შეცდომებს ვხედავთ, ეს პირველ რიგში ეხება იმ ნაწილს, სადაც სამინისტრომ მოახდინა პოლიტიკური შეფასება და თავდაცვის უწყებას არ შეეფერებოდა პოლიტიკური განცხადება. ამის გამო სამინსტრომ ბოდიში მოიხადა და ბოდიში არის ძლიერის ქმედება და არა სუსტის ქმედება. მე 9 წლის განმავლობაში ვხედავდი წინა ხელისუფლების მხრიდან ქვეყანაში სერიოზულ დანაშაულებს და ერთი ვაჟკაცობა არ ეყოთ რომ ბოდიში მოეხადათ, მათ ეს ძლიერის ხასიათი ვერ გამოავლინეს.

განაცხადა რუსთავი 2-ის ეთერში პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ თავდაცვის სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით

კომენტარები