პრეზიდენტის ანგარიში

წერეთელი: მთავრობისგან ასეთი ქმედება, პრაქტიკულად, პრეზიდენტის მიმართ დემარშია

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგი წერეთელის შეფასებით, "ისევ სახეზეა ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირება". დეპუტატი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პრემიერი არ თვლის საჭიროდ, მინისტრები გიორგი მარგველაშვილის "სიმბოლურ გამოსვლას" დაესწრონ.

"პრეზიდენტმა, რაც არ უნდა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეს მის გამოსვლას, უნდა გაახმოვანოს მნიშვნელოვანი საკითხები, იმიტომ, რომ ქვეყანაში არ არის მშვიდი ვითარება - არც მის საზღვრებს გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც საკმაოდ დაძაბულია. ასეთ ვითარებაში ინსტიტუტების უპატივცემულობა და ამგვარი ქმედება მთავრობის მხრიდან, პრაქტიკულად, დემარში გამოდის", - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის წევრები პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში არც გასულ წელს დასწრებიან. რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მის გამოსვლას მინისტრთა კაბინეტი ამჯერად მაინც დაესწრება.

კომენტარები