პრეზიდენტის ანგარიში

ქუცნაშვილი პრეზიდენტის ანგარიშზე: მე არ გავაფეტიშებდი არავის გამოსვლას

ჩემთვის, როგორც ხალხის წარმომადგენლისთვის, მნიშვნელოვანია ის, თუ რის თქმას აპირებს იმისთანას პრეზიდენტი, რომლის გამოც მთელი საზოგადოება დაზაფრული უნდა ველოდოთ მის მობრძანებას. ასე რომ, მე არ გავაფეტიშებდი არავის გამოსვლას პარლამენტში, ისევე როგორც ტრაგედიას არ შევქმნიდი დამსწრე თუ მოწმე პირთა წრის სიმცირე-სიმრავლის გამო. თუ კარგი რამე, ჭკვიანური რამე ითქმება, ის ყველას გულებამდე ისედაც მივა. ხოლო თუ სტანდარტული მოხსენება გაკეთდება, იმას 10 კაცი დავეწრებით თუ 150 კაცი დავესწრებით, რა მნიშვნელობა აქვს? ამიტომაც, თუ გადმოვეცი ჩემი სურვილი, მე უფრო შინაარსზე გავაკეთბდი აქცენტირებას და არა იმაზე - დასწრე პირთა წრე მცირე იქნება თუ ფართე.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა პრეზიდენტის ხვალინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრებას მინისტრთა კაბინეტი არ აპირებს.

კომენტარები