ე.წ. კორტების საქმე

პრემიერი: ჩვენ პრაქტიკულად ყველა გახმაურებული საქმე გამოვიძიეთ

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის გამოძიება აუცილებელი იყო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრაქტიკულად ყველა გახმაურებული საქმე გამოიძია".

"მე ნამდვილად არ შემიძლია [ე.წ. კორტების სპეცოპერაციის] საქმის დეტალებზე ვისაუბრო. ზოგადი ინფორმაცია მაქვს, რომ იგეგმებოდა ამის თაობაზე. დღეს დაველოდოთ პროკურატურის ინფორმაციას. ოფიციალური განცხადება გაკეთდება, მერე გავაკეთებთ კომენტარებს. მე მინდა, რომ თავი შევიკავო კომენტარისგან.

ჩემი პოლიტიკური შეფასება რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ქართული ოცნება რაც მოვიდა სათავეში, ანუ ჩვენი ხელისუფლება რაც მოვიდა სათავეში, მას შემდეგ ჩვენ პრაქტიკულად ყველა გახმაურებული საქმე გამოვიძიეთ. სულ რამდენიმე საქმე იყო დარჩენილი და ეს არის ერთ-ერთი მათგანი და, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო ჩვენ. ამის გამოძიება იყო აუცილებელი. 

პრაქტიკულად, ეს საქმეები არის გამოძიებული, ბევრი მათგანი არის დასრულების სტადიაში, სულ 1-2 გახმაურებული საქმე რჩება, რომელიც არ არის გამოძიებული, რომელიც პროცესში არის და ძალიან მალე დასრულდება", - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა. საგამოძიებო უწყებამ ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობის, განზრახ უკანონო დაკავების და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ბრალდებით 11 პირი დააკავა.

კომენტარები