ე.წ. კორტების საქმე

ე.წ. კორტების საქმის მოსამართლის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანენ

ბადრი კოჭლამაზაშვილი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებულების ოჯახის წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბადრი კოჭლამაზაშვილის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანენ, როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე გენინსპექციასა და პროკურატურაში. ისინი თვლიან, რომ მოსამართლემ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე განაჩენის სანაცვლოდ ათიათასობით დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო, ამის დამადასტურებელ არგუმენტად კი, გასამართლებულები და ახლობლები ასახელებენ იმ ფაქტს, რომ კოჭლამაზაშვილმა წინმსწრებად დაფარა ორი იპოთეკური სესხი.

ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე პროკურატურამ ცრუ მოწმეები მოიყვანა და არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა, ცრუ მოწმეებსაც ჰქონდეთ თანხა აღებული. ერთ-ერთი მოწმე, როგორც ადვოკატმა განმარტა, ქვეყნიდან გაიყვანეს. მისივე თქმით, დაცვის მხარე შეისწავლის ვითარებას და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოაქვეყნებს პროკურატურის მხრიდან საქმის მასალების გაყალბების ფაქტებს.

ე.წ. კორტების სპეცოპარციის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საჩივარი შეტანილი აქვს პროკურატურასაც, რომელიც მოსამართლის გადაწყვეტილების გამამართლებელ ნაწილს ასაჩივრებს.

კომენტარები