შს მინისტრის ინტერვიუ

ვოლსკი: ენმ-ის ზოგიერთი ლიდერი არც მალავს, რომ დაძაბულობა სურთ

თვითონ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ზოგიერთი ლიდერი, ყველაზე არ ვამბობ, არც მალავენ, რომ მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა იყოს. სააკაშვილის განცხადებები მოვიგონოთ რამდენიმე, რომ "ჩვენ ვერ დაველოდებით არჩევნებს" და ა.შ. ეს ბევრჯერ იყო, მათ შორის რუსთავი 2-ის ეთერშიც გააკეთა საკმაოდ ვრცელი კომენტარი ამასთან დაკავშირებით. ასე რომ, სიახლე არაფერია. თუ შს სამინისტრო ლაპარაკობს ამ თემაზე, ჩანს, კიდევ პოლიტიკურის გარდა, დამატებითი არგუმენტებიც გააჩნია.

თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ შინაგან საქმეთა მინისტრის იმ განცხადებაზე, რომ ახლაც არის ინფორმაცია დესტაბილიზაციის მცდელობაზე.

კომენტარები