უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატების დასახელების ვადა დღეს იწურება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ უზენაესი თავმჯდომარის პოსტზე ადვოკატი დავით ასათიანი წარადგინა. დავით ასათიანის თქმით, მისთვის აუცილებელია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენისაგან და გახდეს დამოუკიდებელი. ასევე, დღეს ახალგაზრდა ადვოკატებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად, ყოფილი მოსამართლე ნინო გვენეტაძე წარადგინეს.

საკუთარი კანდიდატურის წარდგენას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პოსტზე არ აპირებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო. კანდიდატის წარდგენას არ აპირებს არც საპარლამენტო უმრავლესობა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. საპარლამენტო პარტიებიდან კანდიდატი მხოლოდ თავისუფალ დემოკრატებს ჰყავთ წარდგენილი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატებზე განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება, ამ დროისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 30-მდე განაცხადია შესული.

კომენტარები