თეორემა

უნდა გახდეს, თუ არა ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

ვიდრე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატს დაასახელებდა, საქართველოს პრეზიდენტმა კანდიდატისთვის საჭირო კრიტერიუმები გამოაქვეყნა: პრინციპულობა, მენეჯერული თვისებები, პარტიული გავლენისგან თავისუფლება და პროფესიონალიზმი. ხოლო შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარის პოსტზე ქალბატონი ნინო გვენეტაძე წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ ნინო გვენეტაძე 1999-2006 წლებში უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ მსახურობდა, და პოსტი დისციპლინური დარღვევის გამო დატოვა, თუმცა თავად ბრალდებას არ ეთანხმებოდა და მაშინდელ ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებდა.

2008 წელს კი ნინო გვენეტაძე რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი გახლდათ ხაშურში, ხოლო 2012 წლის არჩევნების შემდეგ, იმ კომისიის წევრი იყო, რომელმაც 215 ადამიანი პოლიტპატიმრად და პოლიტდევნილად მონათლა. ამ გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მძაფრი კრიტიკა მოჰყვა. ვენეციის კომისიის მტკიცებით ბუნდოვანი იყო ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც პირებს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიენიჭათ, გაუმჭვირვალე იყო საქმეთა შერჩევის პროცესიც.

თეორემას პირველ ნაწილში შევეცდებით დავადგინოთ რამდენად აკმაყოფილებს ქალბატონი ნინო გვენეტაძე პრეზიდენტისვე დადგენილ კრიტერიუმებს.

სტუმრები: ნინო გვენეტაძე, კახა კოჟორიძე, ოთარ კახიძე.

კომენტარები