უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

წიკლაური: სასამართლოს თავმჯდომარის ამოცანა ჟურნალისტების დევნა არ უნდა იყოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო პარტია ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

წიკლაურის თქმით, საქართველოს არ უნდა ჰყავდეს უზენასი სასამართლოს თავმჯდომარე, რომლის მთავარი ამოცანა ჟურნალისტების დევნა იქნება და არა იმ კორუმპირებული მაღალჩინოსნების, რომლებიც წლების მანძილზე აუძლურებდნენ საქართველოს.

„ის წარმოადგენს შევარდნაძისდროინდელ კორუმპირებულ სასამართლოს, ხოლო მეორე ის, რაც რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ, როდესაც კონკრეტული საქმის დროს მან დაიჭირა არა ჟურნალისტების მხარი, რომლებიც კორუმპირებულ ჩინოსნებს ამხელდნენ, არამედ პირიქით, მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა“, - განაცხადა წიკლაურმა.

კომენტარები