უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

სესიაშვილი: სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პოლიტიკისგან შორს უნდა იყოს

პრეზიდენტმა ერთგვარად გააჟღერა ის კრიტერიუმები, რომლის ფარგლებშიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენას აპირებს. მათ შორის იყო ის, რომ - კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს პირდაპირი შეხება პოლიტიკურ საქმიანობასთან. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კოლეგებს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ მართლაც ძალიან კარგი თავმჯდომარეები იქნებოდნენ, ამ შემთხვევაში, მაინც ვთვლი, რომ პოლიტიკისგან მათი საქმიანობა შორს უნდა იყოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ზაქარია ქუცნაშვილის წარდგენა შეაფასა.

კომენტარები