უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

კუბლაშვილი: კანონმდებლობით არ იკრძალება თავმჯდომარის კანდიდატის პარტიულობა

frontnews.ge

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, კონკრეტული აკრძალვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიიდან, საქართველოს კანონმდებლობაში არ წერია.

„ასეთი აკრძალვა და რაღაც კონკრეტული კრიტერიუმი თავმჯდომარისთვის კანონმდებლობაში არ დევს, რომ არ უნდა იყოს, ვთქვათ, რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან. თუმცა, ბუნებრივია, რომ ყოველმხრივ უნდა შემოწმდეს, კონკრეტული ადამიანი მისი პოლიტიკურ პარტიაში ყოფნის გამო რამდენად თავისუფალი იქნება პოლიტიკური გავლენებისგან”, - განაცხადა კუბლაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილება 23 თებერვალს ეწურება. იქამდე პრეზიდენტმა პარლამენტს შერჩეული კანდიდატურა უნდა შესთავაზოს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტი 10 წლით აირჩევს. 

კომენტარები