უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

ნანუაშვილი: ნინო გვენეტაძე პრინციპული და პროფესიონალი ადამიანია

უჩა ნანუაშვილი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე ამ პოსტისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.

ნანუაშვილის თქმით, ნინო გვენეტაძე კარგი მენეჯერი, პრინციპული და პროფესიონალი ადამიანია.

„მე ვიმედოვნებ, ქალბატონი ნინო გვენეტაძე შეასრულებს დიდ როლს, რათა მართლმსაჯულების რეფორმა დასრულდეს და არავის დარჩეს კითხვები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. მე მის პრინციპულობასა და პროფესიონალიზს ეჭვქვეშ ვერ დავაყენებ, პირიქით, წლების განმავლობაში ის ამით იყო გამორჩეული“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძე შეარჩია, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს.

კომენტარები