სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადირება

ბოკერია: რაღა უკრაინას ეცნენ კიდევ ერთხელ

გიგა ბოკერია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია პროკურატურის მიერ უკრაინისთვის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ექსტრადიციის მოთხოვნას ეხმაურება. მთავარი პროკურატურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ უკრაინას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე მიმართა, მათ საქართველოსთან არ ითანამშრომლეს და გადმოცემაზე უარი განაცხადეს.

"არ ვიცი, ამას რა დავარქვა, ბოდვამდე მისული არაკომპეტენტურობა თუ მიზანმიმართული მცდელობა, რომ უკრაინასთან გაუფუჭდეს საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობა. იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო რუსეთის გარდა, სამართლებრივი არგუმენტებით უარს აცხადებს, დაეთანხმოს ჩვენი ხელისუფლების პოზიციას. მიხეილ სააკაშვილი და ყველა სხვა პოლიტიკური ნიშნით დევნილები მოგზაურობენ და მოღვაწეობენ ყველგან მსოფლიოში, არა მარტო უკრაინაში. არავინ დააკმაყოფილა ივანიშვილის გუნდის უკანონო მოთხოვნა პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. ზოგან ეს მოხდა სასამართლოს გზით და ძალიან მკაფიო ჩანაწერით, რომ პოლიტიკური დევნაა და არანაირი მტკიცებულებები არ არის საქმეში - საფრანგეთის სასამართლომ, მაგალითად. სხვაგან საერთოდ იგნორირება გაუკეთეს ამას. რაღა უკრაინას ეცნენ კიდევ ერთხელ", - თქვა ბოკერიამ.

კომენტარები