სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადირება

შოთაძე: უკრაინა ვალდებულია, სააკაშვილის და ადეიშვილის ექსტრადიცია დაიწყოს

pirveliradio.ge

მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ უკრაინიდან ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებაზე ოფიციალური უარი მიიღო, მიხეილ სააკაშვილზე პასუხი არ მიუღია, თუმცა უწყებამ განმეორებითი მოთხოვნა გაგზავნა.

"ჩვენ მივმართეთ უკრაინის პროკურატურას ამ ორი ძებნილი ბრალდებულის ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით, თუმცა, ადეიშვილთან დაკავშირებით მივიღეთ უარი. თუმცა განმეორებითი მოთხოვნა გაიგზავნა. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პასუხი ჯერ არ მიგვიღია, თუმცა, გასული არის ძალიან დიდი დრო პირველი შუამდგომლობის გაგზავნიდან და მოხდა განმეორებითი მოთხოვნის გაგზავნა, თუმცა, როგორც ჩანს, უკრაინის პროკურატურა არ აპირებს და არ თანამშრომლობს ექსტრადირებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურასთან. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მუშაობს უკრაინის პროკურატურაში, რა თქმა უნდა, ეს მარტივია და თქვენთვისაც გასაგებია, რატომ არ თანამშრომლობს და რატომ, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს უკრაინის პროკურატურა საქართველოს პროკურატურასთან ამ ეტაპზე. ერთი არის ფაქტი, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებების, ქვეყნებს შორის გაფორმებულის ხელშეკრულებების შესაბამისად, უკრაინა ვალდებულია, ბრალდებულების ექსტრადირების პროცესი დაიწყოს", - თქვა შოთაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ ცოტა ხნის წინ დავით საყვარელიძე დაინიშნა.

კომენტარები